ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი მოკრივე, ექსტრავაგანტული და ათას შარში გახვეული მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება.
უფრო სწორად, მაიკმა 28 ნოემბერს ერთი საჩვენებელი ბრძოლა უკვე გამართა და ოთხ სხვადასხვა დივიზიონში მსოფლიოს ჩემპიონ როი ჯონსს დაუზავდა.
ტაისონი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და გამოთქვა სურვილი კიდევ რამდენიმე ბრძოლა გამართოს. მისი მეტოქე უახლოეს ხანებში გაირკვევა, მანამდე კი მაიკი გულმოდგინედ ვარჯიშობს.



