19 წლის ინგლისელი ტალანტი, კოულ პალმერი „მანჩესტერ სიტიმ“ მთავარ გუნდში დააწინაურა. პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდა ფეხბურთელს 23-წლამდე გუნდში კარგი თამაში დაუფასა, რის გამოც პალმერი ახალი სეზონიდან ძირითად გუნდში ივარჯიშებს. 19 წლის ტალანტმა მანჩესტერულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინგლისელ ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიში“ დებიუტი უკვე ჰქონდა. 2020 წლის 27 ოქტომბერს, მან ჩემპიონთა ლიგის მატჩში „მარსელის“ წინააღმდეგ კევინ დე ბრუინი შეცვალა.
კოულ პალმერმა 2020/2021 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მეორე გუნდში 18 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.





