თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი ფეხბურთელი, ულად ომარ იმრანი კარიერას ვოლგოგრადის “როტორში” გააგრძელებს.
ინფორმაციას, რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იმრანი “როტორში” ქართველმა საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა მიიყვანა.
ცნობისთვის, მაროკოელმა ფეხბურთელმა თბილისის “ლოკომოტივში” 51 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
“როტორი” ამ დროისთვის რუსეთის ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.






