ესპანურმა გამოცემამ AS-მა “ვალენსიას” მეკარეების გიორგი მამარდაშვილის და სილესენის ამჟამინდელ სიტუაციას სტატია მიუძღვნა.
“ამ სეზონში იყო გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სტარტი, რის გამოც ნიდერლანდელი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. სილესენი პირველი მეკარე იყო და მან ეს საჯაროდაც განაცხადა. მაგრამ ეს იყო მანამდე სანამ მამარდაშვილი გაიბრწყინებდა, რაც ძალზე მოულოდნელი იყო. მწვრთნელი ორივეს ძალიან მაღალი დონის მეკარედ მიიჩნევს და აფასებს. იასპერი აგრძელებს თამაშს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ქართველი გოლკიპერის სასარგებლოდ.
მამარდაშვილს შეუძლია მშვიდად ელოდოს თავის შანსს, რადგან მან იცის, რომ ბორდალასი ენდობა. მან უნდა იცოდეს, რომ ცვლილება ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მოხდეს”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” 1-წლიანი იჯარით თამაშობს.
ბორდალასმა გიორგი სკამზე მხოლოდ “სევილიასთან” მატჩის შემდეგ დასვა. თუმცა მან განაცხადა, რომ ეს გიორგის შეცდომების გამო არ მომხდარა.






