ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “მურსიამ” “ბურგოსი” 18 ქულის სხვაობით 102:84 დაამარცხა.
თად მაკფადენმა მოედანზე ჯამში 18:32 წუთი გაატარა. მან ამ დროში 29 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მაკფადენმა 4-დან 1 ორქულიანი და 13-დან 9 სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის MVP-ც გახდა და ასევე რეკორდებიც დაამყარა. მან 20 წუთზე ნაკლებ დროში 9 სამქულიანი ჩააგდო და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში შვედი მარკუს ერიკსონის რეკორდი დაამხო.
“მურსია” 8 მოგებით ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
მაკფადენის გუნდი მომდევნო შეხვედრას მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართავს, რომელიც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.





