ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში “ლენოვო ტენერიფემ” სტუმრად “მურსიასთან” 88:86 წააგო.
გიორგი შერმადინმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.
რაც შეეხება თად მაკფადენს 21 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფე” 8 მოგებით და 7 წაგებით მე-9 ადგილს იკავებს.
თად მაკფადენის “მურსია” კი სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა.







