გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალისკენ წარმატებით მიიწევს. გიოს გუნდმა მეოთეხდინალურ სერიაში ტად მაკფადენის „ბურგოსი“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სერიის მეორე მატჩი „ტენერიფემ“ სტუმრად გამართა და დამაჯერებლად, 92:68 გაიმარჯვა.
შერმადინმა მოედანზე 27:18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი შეასრულა. რაც შეეხება მაკფადენს, მან 20 წუთსა და 47 წამში 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.







