ჩოგბურთის გულშემატკივარი ერთ წლიანი პაუზის შემდეგ მათ ისევ ერთად იხილავს. ეს წლევანდელ მაიამის მასტერსზე მოხდება, რომელიც სტარტს 22 მარტს აიღებს.
მიხვდებოდით, დიად როჯერ ფედერერზე, განუმეორებელ ნოვაკ ჯოკოვიჩზე და მატადორ რაფაელ ნადალზე მოგახსენებთ. როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვე ჩოგბურთის დიდ სამეულს ერთ ტურნირზე თავი 12 თვეზე მეტია არ მოუყრიათ.
მათ გარდა, მაიამის უპრესტიჟულეს მასტერსზე ჩოგანს სტენ ვავრინკა, ალექსანდრე ზვერევი და სამეფო სპორტის სხვა არაერთი გამოჩენილი წარმომადგენელი გაიქნევს. დიდი ალბათობით, მაიამიში იასპარეზებს ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
შეგახსენებთ, მაიამის მასტერსი შარშან არ გამართულა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას და სოლიდურ საპრიზო თანხას მიიღებს.





