მანჩესტერ “იუნაიტედის” 34 წლის ფორვარდის დამატება მადრიდის რეალს სურს. ამ ინფორმაციას El Nacional ავრცელებს.
როგორც ირკვევა, “სამეფო კლუბი” 34 წლის ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებს და ეცდება, დაასწროს კიდევ ერთ ესპანურ გრანდ “ბარსელონას”.
კავანი მანჩესტერის ღირსებას 2020 წლიდან იცავს, თუმცა, წლევანდელი სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა. მან მონაწილეობა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო.
ბრიტანული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ურუგვაელის მიზანი იუნაიტედიდან წასვლა არ იყო და ეცდებოდოდა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოეპოვებინა. ედინსონს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტარქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.





