ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ Brand Finance-მა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი წარმოადგინა.
სიაში პირველი ხაზი, გასული წლის მსგავსად, მადრიდის რეალმა დაიკავა, თუმცა მისი ბრენდის ღირებულება 1,572 მილიარდი დოლარიდან 1,499 მილიარდ დოლარამდე დაეცა. რეიტინგში მეორე ადგილი ბარსელონამ დაიკავა, რომლის ბრენდის ღირებულება 1,487 მილიარდ დოლარს შეადგენს, მესამე კი ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედია (1,327 მილიარდი).
მსოფლიოს ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი:
1 (1) მადრიდის რეალი (1,499 მილიარდი დოლარი)
2 (2). ბარსელონა (1,487 მილიარდი)
3 (3). მანჩესტერ იუნაიტედი (1,327 მილიარდი)
4 (5). მანჩესტერ სიტი (1.313 მილიარდი)
5 (6). მიუნხენის ბაიერნი (1,255 მილიარდი)
6 (4). ლივერპული (1,143 მილიარდი)
7 (7). პსჟ (1.042 მილიარდი)
8 (8). ჩელსი (904 მილიონი)
9 (9). ტოტენჰემი (849 მილიონი)
10 (10). არსენალი (792 მილიონი)





