მადრიდის „რეალმა“ პსჟ-ს ახალი წინადადებით მიმართა. ფრანგული მედია წერს, რომ მადრიდელებმა პარიზელებს 170 მილიონი ევრო შესთავაზეს. Le Parisien-ის გავრცელებული ინფორმაციით კი რეალი მზადაა 180 მილიონიც გადაიხადოს.
მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მის განახლებაზე უარს ამბობს, რადგან ფრანგ შემტევს აქვს გადაწყვეტული ესპანურ გრანდში გადასვლა.
შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-მა 2017 წელს მონაკოდან დაიმატა. მას შემდეგ 22 წლის ფრანგმა შემტევმა 174 მატჩში 133 გოლი გაიტანა.





