იტალიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა ტონიმ იუვენტუსის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და ინტერის გოლიადორი რომელუ ლუკაკუ შეადარა.
„ვფიქრობ რომელუ ლუკაკუს თამაშზე გადამწყვეტი გავლენა აქვს, მაშინაც კი, გოლი თუ არ გაიტანა.
რონალდუ ჩემპიონია, მაგრამ ახლა ლუკაკუ, თუნდაც ახალგაზრდული ასაკით, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია”, – განაცხადა ტონიმ.





