ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელსაც კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩავის შესაძლო დანიშვნის თემაზე ისაუბრა.ურაგვაელის აზრით, ჩავის შეუძლია დიდი მწვრთნელი გახდეს.
“მე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარსა და ადამიანს, რომელმაც იცის ჩავის, როგორც ბარსელონას ფეხბურთელის მიღწევების შესახებ, მიმაჩნია, რომ ახლა არცთუ საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მან გუნდი ჩაიბაროს.
ჩავი საკმარისად ჭკვიანია და მან იცის ბარსელონას ამჟამინდელი რთული ვითარების შესახებ. მან შესაფერის მომენტს უნდა დაუცადოს. მას ჰყავს მეგობრები კლუბის შიგნით, რომლებთან ერთადაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, ამჯერად უკვე მწვრთნელის როლში. და ეს რთული იქნება.
მიმაჩნია, რომ ჩავი საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია. კამპ ნოუზე სხვა კონტექსტში და უფრო შესაფერის მომენტში დაბრუნება მას შესაძლებლობას მისცემს, გახდეს დიდი მწვრთნელი ისეთივე, როგორიც მოთამაშე იყო”, – ამბობს სუარესი.





