დანიელ აგერი „ლივერპულის“ ქომაგებს წესით კარგად უნდა ახსოვდეთ. დანიელი ფეხბურთელი მერსისაიდელთა ღირსებას წლების მანძილზე იცავდა და გუნდისთვის ბოლო ჭანჭიკი სულაც არ ყოფილა. სახელოვან ინგლისურ კლუბში აგერმა თავისი კვალი ნამდვილად დატოვა.
დანიელმა მცველმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც სისტემატიურად იწვევდნენ, კარიერა 2016 წელს დაასრულა და მას შემდეგ მასზე ბევრი არაფერი გვსმენია. ახლა კი ვიგებთ, რომ აგერი პოლიტიკურ ნიადაგზე დააკავეს, თანაც მოსკოვში.
რუსი პოლიტიკოსი, ალექსანდრე ნავალნის ჯერ მოწამვლის და შემდეგ დაკავების ამბავი საზოგადოებისთვის უცნობი არ უნდა იყოს. დანიელ აგერიც, სწორედ ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს. როგორც რუსული მედია იტყობინება, დანიელ აგერს ბრალი არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა და გზის გადაკეტვა ედება.
ყოფილმა ფეხბურთელმა ვირის აბანოში ორი დღე უკვე გაატარა. როგორც ამბობენ მას 20 ათასამდე რუბლის გადახდას დააკისრებენ ან მაქსიმუმ 15 დღიანი პატიმრობა მიესჯება.





