საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, დოჰას მასტერსზე ჩვენს ქვეყანას მეორე ორქოს მედალი მოუტანა.
100კგ წონით კატეგორიაში ვარლამმა მეოთხედფინალში რუსი ძიუდოისტი, ნიაზ ბილალოვი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში მან მუხამადკარიმ კურამოვს მოუგო.
ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ლიპო ისრაელის წარმომადგენელს, პიტერ პალტჩიკს შეხვდა, ვაზარით დაამარცხა.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს დაუპირისპირდა. მეტოქეს ვაზარით სძლია და დოჰას მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა.




