„ბარსელონამ“ ესპანეთის თასი 31-ედ მოიგო და ეს ამ ტურნირის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. კატალონიურმა გრანდმა ფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“ გაანადგურა და 4:0 მოუგო.
ვინ თუ არა ლიონელ მესი. არგენტინელმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა და სამეფო თასის ფინალებში უკვე 9 გატანილი გოლი დაუგროვდა. ისე კი, მესიმ „ბარსელონასთან“ ერთად 35-ე ტიტული მოიგო, აქედან ესპანეთის სამეფო თასი მეშვიდედ.
აი, რა თქვა კატალონიური გრანდის კაპიტანმა ფინალის და ესპანეთის თასის მოგების შემდეგ:
„ვღმართავ განსაკუთრებულ ჯილდოს, როგორც განსაკუთრებული გუნდის კაპიტანი. დღეს ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ.
ცუდი კი ის არის, რომ არ შეგვიძლია ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მოგება გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმოთ. ტიტულები ყველას ახარებს, ქომაგებს უყვართ, როდესაც მათი საყვარელი გუნდი ამა თუ იმ ტურნირზე წარმატებას აღწევს.
სეზონის დასაწყისი მძიმე გამოგვივიდა. ლა-ლიგაში ქულებს ვკარგავდით, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ გამოვასწორეთ. საწყენია, რომ ცოტა ხნის წინ, ელ-კლასიკოში მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა რეაბილიტაცია დღეს მოვახდინეთ“ – აღნიშნავს „ბლაუგრანას“ დიდებული კაპიტანი.





