საქართველოს ნაკრებთან მორიგი მარცხი, რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯოუნსმა მარცხის შემდეგ, მატჩი შეაფასა.
შემიძლია გითხრათ. რომ პირველ ტაიმის ანგარიშს ვერც წარმოვიდგენდით. აქ ჩვენი გეგმით ჩამოვედით. კარგად ვიცით, რამდენად ძლიერია საქართველოს ნაკრები. უმძიმესი მატჩი ჩავატარეთ და კმაყოფილი ვარ. შესვენებაზე ვთქვით, რომ შეცდომები კიდევ გამოგვესწორებინა და ნაკლებად დაგვეშვა.
საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი იყო კონტაქტებისა და შერკინების დროს. ”ბორჯღალოსნებმა” კი შეცდომები არ დაუშვეს და ქულები აიღეს.
რუსეთის ჩემპიონატის დონემ მოიმატა. 6 გუნდიდან კლუბების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მედიის მხარდაჭერამ ასევე დიდი როლი შეიტანა განვითარებაში. კარგ მორაგბეებთან თამაშმა და ლეგიონერების დამატებმა მოთამაშეთა დონე გაზარდა.
ვფიქრობ რუსეთის ჩემპიონატის დონემ კიდევ უნდა აიწიოს. ამ კუთხით რუსეთის რაგბის კავშირი ძალიან ბევრს მუშაობს. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საკლუბო ტურნირიც ჩატარდება, სადაც ქართული, რუმინული, რუსული ან გერმანული კლუბები ერთმანეთში ითამაშებენ.





