რას არ გაიგებს კაცი. საინტერესო ამბავი მოხდა ინგლისში. პრინციპში, ნისლიანი ალბიონი ხომ საფეხბურთო სიგიჟეებით განთქმულია. მორიგი ასეთი რამ კი „ლიდსის“ და მეორე ლიგელი „ქროულის“ დაპირისპირებაში დაფიქსირდა.
ინგლისის FA CUP-ის გათამაშებაში, „ლიდსმა“ დიდი სირცხვილი ჭამა. მარსელო ბიელსას გაწრთვნილები რანგით დაბალი დივიზიონის გუნდთან 0:3 განადგურდა. თასზე, მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ ინგლისში, სხვა ქვეყნებშიც ხდება, როდესაც აშკარა ფავორიტები წაიფორხილებენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთ საინტერესო ფაქტთან გვქონდა საქმე.
მოკლედ, „ქროულიმ“ მოედანზე არც მეტი არც ნაკლები, ჟურნალისტი შემოუშვა, რომელთანაც კონტრაქტი არ აქვს. ეს ჟურნალისტი მარკ რაითი გახლდათ, რომელიც ერთ დროს ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და „არსენალის“ სკოლაშიც ვარჯიშობდა, მაგრამ მიხვდა რომ ამ საქმიდან დიდს ვერაფერს გამოადნობდა. ფეხბურთელად ვერ შედგომა კი მისი ბრალი იყო, რადგან როგორც თავად ამბობს კარიერა სასმელს გადააყოლა და შემდეგ ჟურნალისტობას მიჰყო ხელი.
მარკ რაითი, “ქროულიში” სპეციალური დავალებით მივიდა. BBC-სთვის დოკუმენტური ფილმი უნდა გადაეღო. კლუბმა ჟურნალისტს საკუთარი მაისური უბოძა და რამდენჯერმე განაცხადშიც კი შეიყვანა, მაგრამ რამდენიმე წუთიანი დებიუტი „ლიდსთან“ ჰქონდა.





