ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ტოკიოს ოლიმპიადას მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ფრანგ ამანდინ ბუშარს დაუპირისპირდა და შეხვედრა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა.
ტეტიანა მეტოქესთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა ფეხის დაზიანება მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ფრანგთან შეხვედრამდე ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში ჰაიტელი საბიანა ანესტორი დაამარცხა.





