თურქეთის სუპერლიგის მორიგ ტურში, ლევან შენგელიას „ქონიასპორი“ საკუთარ მოედანზე „გალათასარაის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 4:3 გაიმარჯვა.
მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, რაც გატანილი გოლების რაოდენობითაც მეტყველებს. „ქონიასპორი“ საწყისად ორჯერ იგებდა, თუმცა სტამბოლელებმა ორჯერვე მოახერხეს წონასწორობის აღდენგა. 82-ე წუთზე მასპინძლებმა „გალათასარაის“ მესამე გოლი გაუტანეს, 92-ე წუთზე კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს. ამ ეპიზოდში ლევან შენგელიამ საგოლე პასი შეასრულა. დარჩენილ დროში სტუმრებმა 1 ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა, საბოლოოდ „ქონიასპორმა“ მაინც გაიმარჯვა, 4:3.
16 ტურის შემდეგ, ლევან შენგელიას გუნდს 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.
Here’s Kravets’ winner v Galatasaray!
Scores goals starting or off the bench! It doesn’t matter!
Lucescu watching on like… 🥴pic.twitter.com/hYZBHoLO28
— Zorya Londonsk (@ZoryaLondonsk) January 5, 2021





