“ლიოვენის” 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ “ოსტენდეს” გაუტანა. ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში “ლიოვენი” “ოსტენდეს” ესტუმრა და ანგარიშით 1:3 მოუგო.
ლევან შენგელიამ შეხვედრის 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
HOPPA! 0-1!🔥#samensterker #kvoohl pic.twitter.com/M0makfV5Qo
— Oud-Heverlee Leuven (@OHLeuven) February 5, 2022
“ლიოვენი” მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს 00:00 საათზე “გენკის” წინააღმდეგ გამართავს.
ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში, ბელგიის ჩემპიონატში 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.




