ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში ლევან შენგელიას “ლიოვენმა” შინ “ეუპენთან” 1:4 წააგო. მასპინძელთა ერთადერთი გოლი კი, სწორედ ლევანმა მიითვალა. შენგელია თამაშში ცვლილებაზე, 70-ე წუთიდან ჩაერთო.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბელგიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“აშკარად არ იყო ჩვენი დღე. არადა, ეს საშინაო შეხვედრა უნდა მოგვეგო. ძალიან მარტივად გაშვებული გოლებით უკვე შესვენებაზე 0:2-ით ჩამოვრჩით. არადა, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ეს ანგარიში სრულებით არ ასახავდა პირველ 45 წუთს, გვქონდა მომენტებიც, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.
ცოტა არაორგანიზებულადაც გამოვიყურებოდით. რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი.
დიახ, დარტყმა ლამაზი გამოვიდა. ეს გოლი დამეხმარება სწრაფად შევეწყო გუნდს. სამწუხარო ისაა, რომ ამ გოლმა გუნდს ქულები ვერ მოუტანა. იმედია, ჩემი მომდევნო გოლი სამ ქულას მოგვიტანს”, – ამბობს ლევანი.
“ლიოვენი” ბელგიის ჩემპიონატში და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. ლევან შენგელიას გუნდი შემდეგი ტურის მატჩს 29 აგვისტოს, “ატვერპენთან” გამართავს.





