25 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია, დიდი ალბათობით, კარიერას ბელგიის ჟუპილერ ლიგის წევრ “ლიოვენში” გააგრძელებს.
როგორც Kerkida წერს, შენგელია “ლიოვენს” 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და ხელშეკრულება ოფიციალურ სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ლევანმა “დინამო” თბილისი 2019 წლის სექტემბერში დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით “კონიასპორში” გადავიდა. სულ თურქეთში გატარებულ ორ სეზონში ყველა, შეჯიბრში ერთად აღებული, შენგელიამ 7 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. 25 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 8-ჯერ ითამაშა.








