ლევან შენგელია კარიერას ბელგიის ჟუპილერ ლიგის ბინადარ “ლიოვენში” გააგრძელებეს. ბელგიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ლევანმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შენგელიას ბოლო პერიოდში აქტიურად თურქულ “ბურსასპორს”, კვიპროსულ “აპოელ-სა” და პორტუგალიურ “ბოავიშტას” უკავშირებდნენ, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი ბელგიაში დაბრუნებაზე გააკეთა.
ლევან შენგელია ბოლო ორი სეზონი თურქულ “კონიასპორში” თამაშობდა, რომლის მაისურით 59 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მანამდე ლევანი “დინამო” თბილისში, სამხრეთკორეულ “დაეჟონში”, ფოთის “კოლხეთში”, ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილაში” თამაშობდა. 2015-2017 წლებში ქართველი ფეხბურთელი “ტუბიცეში” ირიცხებოდა და ბელგიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.





