ლევან მაისაშვილს სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები გუნდების მეორე მატჩი კორონავირუსის შემთხვევების გამო გადაიდო. კოვიდ-19 ბორჯღალოსნებში რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა და ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იყო, რომელიც ახლაც რთულ მდგომარეობაშია.
ნაკრების მწვრთნელს ფილტვები დაზიანებული აქვს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა Rugger.info-ს ცნობით, რამდენიმე დღით ადრე, ლევანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
“ლევან მაისაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მას ფილტვები დაუზიანდა და სიცოცხლისთვის იბრძვის. მოვუწოდებ ყველას, ილოცონ მისთვის”, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში ერთი მატჩი გამართა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებთან 9:40 დამარცხდა.





