არგენტინის ნაკრების და პსჟ-ს 34 წლის ვარსკვლავს ლეო მესის პიჩიჩის ჯილდო გადაეცა.
ლეომ გასულ სეზონში კატალონიის “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში ყველაზე მეტი 30 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ჯილოდც მიიღო.
არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მერვედ მოიპოვა, ლეო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 2009/2010, 2011/2012, 2012/2013, 2016/2017, 2017/2018, 2018/2019, 2019/2020, 2020/2021 წლების სეზონებში გახდა.
საგულისხმოა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამ ჯილდოს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ დაეუფლა.








