პსჟ-ს არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მონაწილეობას ვერ მიიღებს მონპელიესთან მოახლოებულ მატჩში, რომელიც შაბათს, 25 სექტემბერს გაიმართება.
ლეოს მუხლის ტრავმა აწუხებდა, ინდივიდუალური ვარჯიში გუშინ განაახლა. ლეო მომდევნო გამოკვლევას კვირას გაივლის და მისი მინდორზე დაბრუნების დროც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
პარიზელები “მონპელიესთან” შეხვედრაში ვერც სერხიო რამოსსა და მარკო ვერატის დაიხმარენ. ორივე ამ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს.








