ესპანური მედიის ცნობით, “ბარსელონამ” და ლიონელ მესიმ შეთანხმებას მიაღწიეს.
ახალი კონტრაქტი ოფიციალურად ამ კვირაში უნდა დადასტურდეს
როგორც ჩანს, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია! ჯერჯერობით არგენტინელ სუპერვარსკვლავსა და კატალონიურ გრანდს შორის შეთანხმება ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ეს ამ კვირაშივე მოხდება.
Sport.es-ის ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ლეო ბარსასთან ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის 50 პროცენტს დაიკლებს. გავრცელებული ინფორმაციით, მესის გამოსასყიდი თანხა 350 მილიონი ევრო იქნება.
ახალი 5-წლიან კონტრაქტი ნიშნავს, რომ ლიონელ მესი ბარსელონაში 2026 წლამდე დარჩება.





