6-12 ივნისს, ბუდაპეშტი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე სხვებთან ერთად იქნება საქართველოს ნაკრებიც და გულშემატკივართა მოლოდინიც დიდია.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში წასაყვანთა სიაში არ არიან ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური, კონტინენტის პირველობის შარშანდელი გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი და ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ასე გამოიყურება:
ვაჟები
– 60კგ – ლუხუმ – ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
– 66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
– 73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
– 81კგ -ლუკა მაისურაძე
– 90კგ – ბექა ღვინიაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი
გოგონები:
– 52კგ – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი
– 57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
– 70კგ – მარიამ ჭანტურია
+78კგ – სოფიო სომხიშვილი





