ტოკიო 2020-ის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ძიუდოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა.
90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა საწყის ბრძოლაში პოლონელი კუჩერა დაამარცხა და მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბექაურმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭა და საბოლოოდ სუფთა გამარჯვება ჩაეთვალა
მომდევნო ეტაპზე ლაშას მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იქნება.








