ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნული ლიგის პლეიოფის საპასუხო შეხვედრაში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანს” 3:0 მოუგო და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
ეროვნულ ლიგაში დარჩენაში ქუთაისელ ქომაგებს დიდი წვლილი მიუძღვით. საპასუხო შეხვედრის დასრულების და ამ გამარჯვების ზეიმის დროს “ტორპედოს” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, მიხეილ ცანავამ მოედანზე შესვლის მცდელობისას ფეხი მოიტეხა. მას გამარჯვების როინ კვასხვაძესთან ერთად აღნიშვნა და მისი მაისური სურდა.
“ტორპედოს” გამორჩეულმა წევრმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ როინ კვასხვაძემ მიხეილი სახლში მოინახულა და თავისი მაისურიც გადასცა, ასევე გამოჯანმრთელებაც უსურვა.





