ამსტერდამის “აიაქსის” 27 წლის თავდამსხმელმა სებასტიან ალემ “სპორტინგის” წინააღმდეგ გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.
ალე რონალდუსთან ერთად მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.
კრიშტიანუმ აღნიშნული რეკორდი 2017/2018 წლების სეზონში დაამყარა.
კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის საწყის 6 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და ამჯამად ტურნირის ბომბარდირი გახლავთ.
აღნიშნული რეკორდის გამეორებას დღეს, კრიშტიანუ რონალდუ და რობერტ ლევანდოვსკი ეცდებიან.








