იუვენტუსის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება.
ზაფხულში პორტუგალიელი კლუბთან მოლაპარაკებებს გამართავს და მენეჯმენტთან ერთად განიხილავს სამომავლო გეგმებს.
რონალდუს გარშემო ვითარება იუვეში დამოკიდებულია იმაზე, დარჩებიან თუ არა კლუბში მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი. თუ ისინი იუვენტუსს დატოვებენ, მაშინ ალბათობა, რომ რონალდო კლუბი დატოვებს, უფრო მაღალი იქნება, წერს Sky Sports.
36 წლის თავდამსხმელის ამჟამინდელი კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.
ამ სეზონში რონალდუმ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, პორტუგალიელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.





