პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბელგიასთან წაგებული მატჩის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ტურნირს ადრე გამოვეთიშეთ, მაგრამ ვამაყობთ ჩვენი თამაშით. გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მოქმედი ჩემპიონის ტიტული ღირსეულად გვეტარებინა. გუნდმა დაამტკიცა, რომ პორტუგალიელებისთვის სიხარულის მოტანა შეუძლია.
გულშემატკივრები ბოლომდე დაუღალავად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ კი ვიბრძოდით, რომ მათი ნდობა გაგვემართლებინა. ვერ მოვახერხეთ იქამდე მისვლა, სადამდეც გვინდოდა, მაგრამ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას.
ვულოცავთ ბელგიას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო მეტოქეებთან. რაც შეგვეხება ჩვენ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით. წინ, პორტუგალია!“.





