თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მე-5 ტრანსფერი განახორციელა. საქართველოს ჩემპიონმა გუნდში გამოცდილი სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი დაიმატა. თბილისურმა კლუბმა რადინთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
„დინამოს“ Facebook-გვერდის ცნობით 29 წლის ფეხბურთელი კლუბს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება.
მილან რადინი სხვადასხვა წლებში ნოვი სადის, მლადსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში თამაშობდა. ბოლოს კი სერბეთის სუპერლიგის კლუბ ინჯიაში გამოდიოდა.





