გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამომ” შვეიცარიაში მეორე შეკრებაზე აღარ წაიყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 20 წლის შემტევი ნახევარმცველი კლუბის ძიებიაშია.
კიევის “დინამომ” გიორგი გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით პოლტავის “ვორსკლაში” გაუშვა, მაგრამ ფეხბურთელმა მალევე მძიმე ტრავმა მიიღო და მწყობრში ჩადგომა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ შეძლო. წიტაიშვილი კიევის “დინამოს” დაუბრუნდა და პირველ შეკრებაზეც გაჰყვა, სადაც საკონტროლო მატჩებში ითამაშა და გოლიც გაიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინის ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს თავი ვერ მოაწონა.
უკრაინული მედია წერს, რომ დიდი ალბათობთ, გიორგი წიტაიშვილი მომდევნო სეზონს სხვა კლუბში გაატარებს.





