საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში კიდევ ერთი დებიუტანტი გამოიძახა. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, საბერძნეთთან მატჩისთვის ნაკრებთან ერთად ბათუმის „დინამოს“ 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვიც მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ კლუბს ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე გამოაკლდა, რის შედეგადაც შემადგენლობაში ადგილი გამოთავისუფლდა.
აზაროვი ამპლუით მარცხენა მცველია. ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში იყო გამოცხადებული, თუმცა დღეიდან ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩს 31 მარტს, თესალონიკში საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.








