ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველი არხის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 20 წლის ფეხბურთელს სკაუტები ხშირად აწუხებენ და იმედი აქვს, რომ კვარაცხელია მალე უკეთეს გუნდში ითამაშებს.
„კვარაცხელიათი დაინტერესებული გუნდების შესახებ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ სკაუტები არა მხოლოდ ამ მატჩების შემდეგ, აქამდეც ხშირად აწუხებდნენ – ეს ძალიან კარგია და გაგვიხარდება, რაც უფრო ძლიერ ჯგუფში მოხვდება. ზოგადად, ძალიან გვიხარია, რომ ჯგუფის თამაშებში ძალიან კარგი იყო, ჯანმრთელობას ვუსურვებ და ვქომაგობთ, რომ უკეთეს გუნდში მოხვდეს“, – განაცხადა კობიაშვილმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.





