ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. როგორც sportall.ge-სთან ინტერვიუში კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, ხვიჩა ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
„კვარაცხელიას „კრილიასთან“ მატჩში კუნთში ჩაარტყეს და ამის შემდეგ ტრავმა აწუხებს. ახლა მას სამკურნალო პროგრამა აქვს, რომელიც ჯერ ვერ დასრულდება, შესაბამისად, კვარაცხელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუკი ხვიჩა კლუბს არ შეიცვლის, ის 12 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში თამაშს შეძლებს“, – განაცხადა ჯუღელმა.
საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს, სტუმრად, ქალაქ ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს, 8 სექტემბერს კი ამხანაგურ შეხვედრას ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.





