ხვიჩა კვარაცხელია ლიდს იუნაიტედს უახლოვდება, ინფორმაციას ადგილობრივი ინგლისური გამოცემა, Leeds Live ავრცელებს.
როგორც ჩანს ლიდსი იუნაიტედი ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა და ქართველი, ზაფხულისთვის მათი პირველი შენაძენი სწორედ ახალგაზრდა ქართველი იქნება.
„ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიდსის ფეხბურთელი უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რუბინის ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 20 მილიონი გირვანქაა“, – ნათქვამია სტატიაში.
ინგლისური გამოცემა, 21 წლის ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ფასად, 25 მილიონ ევროს ასახელებს.
ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. ყაზანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში, ქართველი შემტევი 7 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოირჩა.





