საქართველოს ნაკრების 19 წლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
ხვიჩას განცხადებით, საქართველოს ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის იძულებით გამოტოვება მისთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო.
“ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა მეთამაშა და ძალიან მინდოდა, მინდორზე ვყოფილიყავი.
თუმცა რომ ჩამოვედი, ერთი დღის შემდეგ მითხრეს ვირუსი გაქვსო და ოთახიდან არ უნდა გამოვსულიყავი. საიდან გადამედო ეს ვირუსი, ნამდვილად არ ვიცი.
ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი გააკეთეს, თუმცა არ გაგვიმართლა. ასეთი შანსი ნაკრებს აუცილებლად კიდევ ექნება და ოცნებას აუცილებლად ავიხდენთ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.





