როგორც მოგეხსენებათ, დინამო თბილისი ცოტა ხნის წინ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მუშაობას ინგლისური პრემიერშიფის უოტფორდში გააგრძელებს.
ამის გამო დედაქალაქელები დამრიგებლის გარეშე დარჩნენ და როგორც ჩანს ის უკვე იპოვეს. ხვალ 16:00 საათზე დინამო პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ახალ მთავარ მწვრთნელსაც წარადგენენ.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე რეალურ და თითქმის ერთადერთ პრეტენდენტად გიორგი ნემსაძე მიიჩნევა, რომელიც ჯერ კიდევ გორის დილას თავკაცად რჩება.





