ხრისტო სტოიჩკოვს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ალბათ წარდგენა არ სჭირდება. არც ისე შორეულ წარსულში გამორჩეული ბულგარელი ფეხბურთელი თბილისშიც ნამყოფია, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ ძლიერი მეტოქე თავისი სტოიჩკოვიანად 2:1 დაამარცხა.
ხრისტო სტოიჩკოვისთვის განსაკუთრებული გამოდგა 1994 წლის მუნდიალი, სადაც ბულგარეთის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ისე, კი ბულგარელმა ფორვარდმა სახელი „ბარსელონაში“ თამაშიც გაითქვა. ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა.
ვეტერანი ფეხბურთელი, მედიასთან „ბარსელონას“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, კერძოდ კი ანტუან გრიზმანის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებებს აკეთებს.
„როდესაც გრიზმანი მოედანზეა ჩავთვალოთ რომ ბარსელონა 10 კაცით თამაშობს. კატალონიური გუნდისთვის ერთადერთი სარგებელი მისი გაყიდვა იქნება.
ფაქტია, რომ გრიზმანი ბარსელონას არ გამოადგა. ვერ გეტყვისთ ეს რისი ბრალია. შესაძლოა გუნდს ვერ შეეწყო ან ბოლომდე ვერ გაიხსნა. ძირითად შემადგენლობაში ტრინკაუ და ბრეიტუეტი უნდა იყვნენ. ვერ გამიგია ამ გუნდში გრიზმანს რა ესაქმება“ – ამბობს ხრისტო სტოიჩკოვი.





