ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობს, რომელიც 21 დეკემბრამდე გასტანს.
გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ორ ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი – „საუკეთესო ძიუდოისტის“ და ტატო გრიგალაშვილი – „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში.
ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება აღნიშნულ ბმულზე.
მხარი დაუჭირეთ ქართველ ძიუდოისტებს!





