ქართველ ჰალკად წოდებული მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი დუბაიში იმყოფება და სხვადასხვა აქტივობებში იღებს მონაწილეობას.
ერთ-ერთ ასეთ აქტივობაში ქართველი სპორტსმენი მკლავჭიდელ მაიკლ ტოდთან ერთად გამოჩნდა. ორმა ბუმბერაზმა ადამიანმა Mclaren 650s-ის სისწრაფე დატესტა, რამაც ჩვენებური სპორტსმენი შოკში ჩააგდო და ხელებიც კი აუკანკალა.








