ბრუკლინ ნეთსის ახალწვეული ბლეიკ გრიფინის განცხადებით, გუნდის სუპერვარსკვლავმა კევინ დურანტმა მის ამ ორგანიზაციაში გადასვლაში ყველაზე აქტიური წვლილი შეიტანა.
„კევინ დურანტი იყო ის, ვინც ნეთსში გადასვლისკენ ყველაზე მეტად მომიწოდა. მან რამდენჯერმე დამირეკა და ჩვენს მომავალზე ბევრი ვისაუბრეთ.
ვფიქრობ შესანიშნავი გუნდი გვყავს, ბიჭები შესანიშნავ განწყობაზე არიან და მიხარია, რომ ამ ორგანიზაციის წევრი გავხდი”, – აღიარა გრიფინმა.
შეგახსენებთ, რომ ბლეიკი ნეტსის მოთამაშე მას შემდეგ გახდა, რაც დეტროიტმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდამ, რამაც თავისუფალი არჩევნის შანსი მისცა.
აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანმა შენონ შარპმა კევინი იმაში დაადანაშაულა, რომ ის ტიტულის მოპოვების მაქსიმალურად გაადვილებას ცდილობს.





