პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჰარი კეინი მომავალი სეზონიდან გუნდს შეიცვლის. „ტოტენჰემის“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სწადია.
პრემიერლიგის მორიგ ტურში „ლიდსთან“ მარცხის შემდეგ ლონდონელებმა პრაქტიკულა ოთხეულში მოხვედრის და შესაბამისად მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის შანსი დაკარგეს, რამაც კეინი აიძულა, რომ გუნდის ბოსებს შეხვედროდა.
„ტოტენჰემის“ შემტევმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ლონდონში დარჩენა აღარ სურდა. მართალია, კეინს წასვლა სირს და ალბათ ასეც მოიქცევა, მაგრამ ბრიტანეთის დატოვებას არ აპირევს.
იგავრცელებული ინფორმაციით, ჰარი კეინისადმი გაცხოველებულ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთქვამს. წითელი ეშმაკები კეინის სანაცვლოდ 90 მილიონ ფუნტსაც ამზადებს.





