დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა რუსეთთან მოგებული შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება კრისტიან ერიქსენს ეძღვნება.
„ჩემმა ნაკრებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა. მოედანზე დიდი მოტივაციით გავედით და ეს მონდომება თითოულ ჩვენგანს დაგვიფასდა.
ჩვენ მთელი დანია გავახარეთ და ასევე დარწუმენული ვარ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს კრისტიან ერიქსენს ბედნიერება მივანიჭეთ.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც დღეს გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგა.მადლობა ქომაგებს, რპმლებმაც არ წარმსტებაში თავისი წვლილი შეიტანეს.
ჩვენ 1/8 ფინალში ვარ და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ტურნირზე ბრძოლას ისევ ასეთი შემართებით ვაპირებთ.
ამაყი ვარ, რომ ეს შევძელით. რუსეთთან გამარჯვებას კრისტიან ერიქსენს ვუძღვნით“ – აღნიშნავს სკანდინავიელთა თავკაცი კასპერ ჰიულმანდი.





