NBA-ს რეკორდსმეტმა, ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელმა, კარიმ აბდულ-ჯაბარმა დაწერა, რომ მას პროსტატის კიბო ჰქონდა.
73 წლის აბდულ-ჯაბარმა ავადმყოფობის შესახებ ჟურნალ Black Lives Matters-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ყურადღებას შავკანიანთა ჯანმრთელობის რისკებზე ამახვილებს.
„დიახ, აფრო-ამერიკელი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან ხანმოკლეა. ჯერჯერობით, ამ სტატისტიკური რისკების გათვალისწინებით, მე პროსტატის კიბო და ლეიკემია დამიდგინეს.
ასევე გეტყვით, რომ გულის შუნტირების ოპერაციაც გავიკეთე“, – წერს ლეგენდარული კალათბურთელი.
შეგახსენებთ, რომ კარიმი NBA-ს 6 გზის ჩემპიონია (1971, 1980, 1982, 1985, 1987, 1988 წლებში), ორჯერ ფინალების MVP-ის ჯილდო მიიღო (1971, 1985), 6-ჯერ სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე (1971, 1972, 1974, 1976, 1977, 1980) გახდა და 20 წლიან პროფესიონალურ კარიერაში 19-ჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა.








