ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას Geo_Team ავრცელებს.
25 წლის შემტევი “დინამო ბათუმში” 2017 წლიდან თამაშობს და წელს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა.
ბრაზილიელმა შემტევმა ბათუმელთა შემადგენლობაში ჯამში 122 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა. ჯოვინოს ბათუმის “დინამოსთან” კონტრაქტი ამ წლის ბოლოს ეწურება.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილით სპეციალური განაცხადი შეიტანა და ის 10 დღის წინ დაუკმაყოფილეს.
საგულისხმოა, რომ ჯოვინოს მეუღლეც ქართველი ჰყავს.





